სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 130 პირს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყნაში ჩატარდა 44 278 კვლევა ტესტით, მათ შორის 28 539 ანტიგენის, ხოლო 15 739 კი PCR ტესტით.
სულ გამოვლინდა ინფიცირების 1 576 ახალი შემთხვევა, აქედან 130 სამეგრელო-ზემო სვანეთში. საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი შემთხვევების საერთო რაოდენობა გაიზარდა 329 407-მდე.
ვირუსისგან განიკურნა კიდევ 584 პირი, მათგან 54 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 307 918-მდე გაიზარდა.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე 17 037 აქტიური შემთხვევიდან 4 258 ადამიანი საავადმყოფოშია მოთავსებული. სამეგრელოს კოვიდცენტრებში 293 პაციენტი მკურნალობს.
კორონავირუსით ქვეყანაში კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 1 ფოთის, 1 კი ჩხოროწყუს მკვიდრია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 426 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები