სამეგრელოს კოვიდცენტრებში 293 პაციენტიდან 22 ისევ მძიმედაა
სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში ბოლო მონაცემებით 293 ადამიანი მკურნალობს. რუხის საავადმყოფოში 22 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
სულ აღნიშნულ კოვიდკლინიკაში 158 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ დროისთვის ფოთის ჰოსპიტალში 40 კოვიდინფიცირებული რჩება. აბაშის "ევექსის" კლინიკაში 27 პაციენტია მოთავსებული, სენაკის "ლაზიკა მედში" 56 პირი აგრძელებს მკურნალობას, ხოლო "სენამედში" 12 პაციენტი იმყოფება.
სამეგრელოში კორონავირუსისგან კიდევ 54 ადამიანი გამოჯანმრთელდა, გამოვლინდა ინფიცირების 130 ახალი შემთხვევა.

მასალის გამოყენების პირობები