სოხუმი: კორონავირუსით კიდევ ერთი, 76 წლის პაციენტი გარდაიცვალა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 216 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 38 - ს Covid – 19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი
ავრცელებს. მათივე ცნობით, კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა კორონავირუსით, 1945 წელს დაბადებული ქალი, სოხუმის ინფექციურში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე, აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 31 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათგან 6 მძიმე მდგომარეობაშია.
გუდაუთის კლინიკაში 37 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 21 - ის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 16 ინფიცირებული პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 18, ტყვარჩელში კი 4.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 14 984 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 13 907, გარდაიცვალა - 225 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მასალის გამოყენების პირობები