სამეგრელოში COVID 19-ით ინფიცირების 100 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 29 985 კვლევა ტესტით, მათ შორის 16 333 კვლევა ანტიგენის ტესტით და 13 652 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 071 ახალი დადასტურებული შემთხვევა. აქედან 100 სამეგრელო-ზემო სვანეთში.
საქართველოში კორონავირუსით კიდევ 33 ადამიანი გარდაიცვალა, მათგან 2 ფოთის, 1 კი აბაშის მკვიდრია. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 4 602 პირი ემსხვერპლა.
ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 15 143, საიდანაც 4 270 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, 276 სამეგრელოს კოვიდცენტრებში. გასული დღე-ღამის განმავლობაში ვირუსისგან რეგიონის მასშტაბით 70 პირი განიკურნა.

მასალის გამოყენების პირობები