სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 18 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 173 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 18 - ს Covid –19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 34 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 13 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 31 პაციენტია მოთავსებული, მათგან 10 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 11 პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 10, ტყვარჩელში კი 6.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 292 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 589, გარდაიცვალა 230 კოვიდინფიცირებული პაციენტი.
28 მაისის მონაცემებით, აფხაზეთში 976 ადამიანი აიცრა. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა "სპუტნიკ V" სოხუმში მოსკოვიდან 30 აპრილს ჩაიტანეს, ვაქცინაციის კამპანია კი 11 მაისს დაიწყო.

მასალის გამოყენების პირობები