სოხუმმა კორონავირუსით გარდაცვალების 3 შემთხვევა დაადასტურა
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში, ბოლო მონაცემებით, 217 ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 17 - ს Covid –19 დაუდასტურდა, ინფორმაციას ოპერატიული შტაბი
ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, კორონვირუსით კიდევ 3 პაციენტი გარდაიცვალა, მათგან ორი, 70 და 71 წლის ქალი, გუდაუთის საავადმყოფოში, ხოლო მესამე, 59 წლის პაციენტი, სოხუმის ინფექიურში გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კლინიკაში 30 კოვიდდადებითი პირი მკურნალობს, მათგან 12 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურში - 33 პაციენტია მოთავსებული, მათგან 10 ადამიანია მძიმე მდგომარეობაშია, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 14 პაციენტი იმყოფება, გაგრის საავადმყოფოში - 9, ტყვარჩელში კი 8.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 331 შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 14 693, გარდაიცვალა 233 კოვიდინფიცირებული პაციენტი.

მასალის გამოყენების პირობები