აფხაზეთში კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 108 შემთხვევა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში 378 ადამიანი გამოიკვლიეს და გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 108 ახალი შემთხვევა.
გუდაუთის საავადმყოფოში კიდევ 2 პაციენტი, 84 წლის მამაკაცი და 81 წლის ქალი გარდაიცვალა. სულ აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში 61 კოვიდინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 14-ის მდგომარეობა მძიმეა, 31-ის კი საშუალო სიმძიმის.
ამ ეტაპზე სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 40 პაციენტია მოთავსებული, აქედან 10 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში 22, გაგრის კლინიკაში 19, ხოლო ტყვარჩელის კოვიდცენტრში 14 ინფიცირებული მკურნალობს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 16 367 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 269, გარდაიცვალა 243 პირი.

მასალის გამოყენების პირობები