კორონავირუსს სამეგრელოს კიდევ ორი მცხოვრები ემსხვერპლა
სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ბოლო 24 საათში რეგიონში მცხოვრები 2 პაციენტი გარდაიცვალა. ერთი მათგანი 58 წლის ფოთის მკვიდრი იყო და თბილისში მკურნალობდა.
71 წლის აბაშელი პაციენტი კი ქუთაისის კოვიდკლინიკაში იყო მოთავსებული.
რეგიონის მასშტაბით ხუთ კოვიდკლინიკაში 153 პაციენტი მკურნალობს, მათგან 7 მძიმედაა, ასევე, საშუალო სიმძიმისაა 7 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღის განმავლობაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 64 ინფიცირებული, საკარანტინო სივრცეში კი 4 პირი რჩება.
ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსი რეგიონში 42 ადამიანს დაუდასტურდა.

მასალის გამოყენების პირობები