სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid-19 კიდევ 35 ადამიანს დაუდასტურდა
ბოლო 24 საათის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის მასშტაბით კორონავირუსი 35 პირს დაუდასტურდა, სულ კი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირების 754 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
სამეგრელოს ხუთ კოვიდმიმღებ კლინიკაში 140 ინფიცირებული მკურნალობს, მათგან 7-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ქვეყანაში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 438 ადამიანი, მათგან 44 სამეგრელო-ზემო სვანეთში. გარდაცვლილთა რაოდენობა 18-ით გაიზარდა და 5 255-ს შეადგენს.
მასალის გამოყენების პირობები