ეპიდვითარების გაუარესების გამო სოხუმი 12 ივლისიდან დამატებით შეზღუდვებს აწესებს
აფხაზეთში 12 ივლისიდან კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეჩერდება (მუშაობას შეაჩერებენ თეატრები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები, კულტურის
ცენტრები, კულტურის სახლები, საკონცერტო და საგამოფენო დარბაზები და ანსამბლები), - ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო ავრცელებს. შესაბამის განკარგულებას "კულტურის მინისტრმა" გუდისა აგრბამ ხელი უკვე მოაწერა.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, 2021 წლის 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.
ცნობისთვის, პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსით 18 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა, ვირუსს 257 მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები