აფხაზეთში რუსული "სპუტნიკ ვ-ით" ამ დრომდე 6398 ადამიანი აიცრა
აფხაზეთში კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინით, 15 ივლისის მონაცემებით, 6398 ადამიანი აიცრა, მათგან 45 - გალის რაიონში. ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის
სამინისტრო ავრცელებს. ვაქცინაციის პროცესი სოხუმში 11 მაისს დაიწყო, მოქალაქეებს, რუსული პრეპარატით "სპუტნიკ ვ-ით" ცრიან.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid19 სულ 19 219 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 15 890, გარდაიცვალა 269 პირი.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა შეაჩერა დროებით. 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.

მასალის გამოყენების პირობები