აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 601 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, გუდაუთის საავადმყოფოში სამი პაციენტი გარდაიცვალა, 65 და 72 წლის მამაკაცები და 80 წლის ქალი.
ამ ეტაპზე აღნიშნულ კოვიდ კლინიკაში 166 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 46 -ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 45 პაციენტია მოთავსებული, მათგან 18- ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, გაგრის კლინიკაში - 44, ხოლო ტყვარჩელში - 15.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 19 595 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 272, გამოჯანმრთელდა 16 050 მოქალაქე.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეაჩერა. 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.

მასალის გამოყენების პირობები