სოხუმიდან კორონავირუსის "დელტა" შტამით გადმოყვანილი ჩვილი გარდაიცვალა
ციციშვილის სახელობის კლინიკაში მართვით სუნთქვაზე მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული მეორე ახალშობილი გარდაიცვალა. ამის შესახებ კლინიკის
დირექტორმა, დავით რეხვიაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა. მისი თქმით, ბავშვი სოხუმიდან თბილისში პირველ ივლისს, სუნთქვის მწვავე უკმარისობით გადაიყვანეს და მას შემდეგ მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
"ჩვილს, რომელიც დაახლოებით ორი თვის იყო, ინდური, ე.წ. "დელტა" შტამი ჰქონდა დადასტურებული. მას კოვიდინფექცია 24 ივნისს დაუდასტურდა. მკურნალობდა სოხუმის კლინიკაში და დამძიმების შემდეგ, ჩვენთან შემოიყვანეს. კლინიკაში შემოსვლისთანავე პაციენტის მდგომარეობა იყო კრიტიკული, რამდენიმე საათში მოხდა ინტუბირება და გადაყვანა ხელოვნური სუნთქვის აპარატზე. თავიდანვე ჩართული იყო "ევექსის" სამედიცინო ბორდი და საქართველოს სამედიცინო საზოგადოება. ყველა თანამედროვე მეთოდით მიმდინარეობდა მკურნალობა და მონიტორინგი, თუმცა გუშინ სამწუხარო ფაქტი მოხდა. ღამის საათებში პაციენტი გარდაიცვალა. თანმდევი და ქრონიკული დაავადებები არ აღენიშნებოდა. შესაბამისად, ძირითადი მიზეზი არის კოვიდინფექცია, რის გამოც მოხდა რესპირაციული დისტრესის განვითარება. დედა გამოჯანმრთელდა და კლინიკაში არ რჩება", - თქვა დავით რეხვიაშვილმა.
ინფორმაციისთვის, აღნიშნულ კლინიკაში გასულ კვირას კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი ჩვილი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები