სოხუმმა კორონავირუსის 171 ახალი შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 518 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 171 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 188 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 61 -ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან 18- ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 25, გაგრის კლინიკაში - 33, ხოლო ტყვარჩელში - 15.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid-19 სულ 20 431 დამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 284, გამოჯანმრთელდა 16 552 მოქალაქე.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 12 ივლისიდან, სოხუმმა კულტურული დაწესებულებების საქმიანობა დროებით შეაჩერა. 5 ივლისიდან აფხაზეთში დახურულ სივრცეში აიკრძალა ქორწილების, საზეიმო, სამგლოვიარო და სხვა ტიპის მასობრივი ღონისძიებების ჩატარება და დაიკეტა დახურულ სივრცეში განთავსებული კვების ობიექტები.

მასალის გამოყენების პირობები