სოხუმმა კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა - აფხაზი დეპუტატების ნაწილი შეზღუდვების გამკაცრებას ითხოვს
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 559 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 189 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. მათივე ცნობით, ბოლო ორ დღეში გუდაუთის კლინიკაში ხუთი პაციენტი გარდაიცვალა. სამი მამაკაცი 64, 71 და 83 წლის და ორი ქალი - 80 და 86 წლის.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 189 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 65 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან 15 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, გაგრის კლინიკაში - 52, ხოლო ტყვარჩელში - 15.
ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა 26 ივლისს მიიღო დადგენილება, რომელიც ჯანდაცვის რეკომენდაციების შესრულებაზე კონტროლის გამკაცრებას და დამატებითი შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს - მათ შორის, პირბადეების გამოყენების ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფას, კულტურული, სპორტული და გასართობი ღონისძიებების და ქორწილების აკრძალვას არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც, სავაჭრო და კვების ობიექტებზე კონტროლის გაძლიერებას, კულტურის და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების საქმიანობის შეჩერებას და სხვა.
სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მოითხოვდა, რომ სავალდებულო გამხდარიყო "საზღვრის" გადაკვეთისას უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის Pჩღ ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა, უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა.
აფხაზი დეპუტატარების ნაწილმა კიდევ ერთი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმად ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ვაქცინებით, მედიკამენტებით და მედიკოსებით დახმარებას სთხოვდნენ რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს, თუმცა, პროექტი ვერ მიიღეს, რადგან როგორც დეპუტატთა მეორე ნაწილი აცხადებდა, დადგენილებაში ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტა არა რუსეთის პარლამენტის, არამედ მთავრობის კომპეტენციაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 21 061 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 289, გამოჯანმრთელდა 16763 მოქალაქე.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 189 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 65 - ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან 15 - ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, გაგრის კლინიკაში - 52, ხოლო ტყვარჩელში - 15.
სააგენტო "აფსნიპრესის" ინფორმაციის თანახმად, ე.წ. პარლამენტის დეპუტატთა ნაწილი მოითხოვდა, რომ სავალდებულო გამხდარიყო "საზღვრის" გადაკვეთისას უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის Pჩღ ტესტირების უარყოფითი პასუხის წარდგენა, თუმცა, უმრავლესობამ ეს წინადადება არ გაიზიარა.
აფხაზი დეპუტატარების ნაწილმა კიდევ ერთი დადგენილების პროექტი მოამზადა, რომლის თანახმად ეპიდსიტუაციის გაუარესების გამო, ვაქცინებით, მედიკამენტებით და მედიკოსებით დახმარებას სთხოვდნენ რუსეთის დუმას და ფედერაციის საბჭოს, თუმცა, პროექტი ვერ მიიღეს, რადგან როგორც დეპუტატთა მეორე ნაწილი აცხადებდა, დადგენილებაში ჩამოთვლილი საკითხების გადაწყვეტა არა რუსეთის პარლამენტის, არამედ მთავრობის კომპეტენციაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 21 061 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 289, გამოჯანმრთელდა 16763 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები