გუდაუთის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 507 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 156 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო დღე-ღამეში გუდაუთის კლინიკაში 4 პაციენტი - 60, 82, 89 და 67 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 170 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 45-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან 15-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, გაგრის კლინიკაში - 44, ხოლო ტყვარჩელში - 15.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით Covid -19 სულ 21 535 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 304, გამოჯანმრთელდა 17 434 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები