სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 144 და გარდაცვალების 6 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 550 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 144 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო ორი დღის განმავლობაში გუდაუთის კლინიკაში 6 პაციენტი გარდაიცვალა, 5 მამაკაცი და 1 ქალი.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 186 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 49-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 43 პაციენტია მოთავსებული, მათგან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 27, გაგრის კლინიკაში - 51, ხოლო ტყვარჩელში - 15 კოვიდ დადებითი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 227 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 313, გამოჯანმრთელდა 17 898 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები