კორონავირუსის 224 ახალი შემთხვევა - სამეგრელო-ზემო სვანეთში ინფიცირებულთა რიცხვმა იმატა
საქართველოში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 827 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 224 სამეგრელო-ზემო სვანეთში დაფიქსირდა.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 428 670-ს.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური 33 841 შემთხვევიდან 6 045 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს. სამეგრელოს 5 კოვიდცენტრში სულ 326 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან ყველაზე მეტი - 191 პაციენტი რუხის კლინიკაშია მოთავსებული. ისევ მძიმეა აღნიშნულ სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი 28 ინფიცირებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან 72 ადამიანი განიკურნა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 34 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 5 910 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.

მასალის გამოყენების პირობები