სამეგრელოს კოვიდცენტრებში 320 პაციენტი მკურნალობს, 28-ის მდგომარეობა მძიმეა
საქართველოში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირების 36 102 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, აქედან 6 200 ადამიანი საავადმყოფოში მკურნალობს.
სამეგრელოს 5 კოვიდცენტრში სულ 320 პირი გადის მკურნალობის კურსს, მათგან 28 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის 4 233 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 222 სამეგრელო-ზემო სვანეთში. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 432 903-ს.
რეგიონის მასშტაბით ვირუსისგან 96 ადამიანი განიკურნა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით კიდევ 38 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე სულ 5 948 ლეტალური შემთხვევა აღირიცხა.

მასალის გამოყენების პირობები