სამი გარდაცვლილი და 144 ინფიცირებული - აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები იზრდება
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 547 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 141 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას
ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, 3 აგვისტოს გუდაუთის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ სამი, 81 84 და 95 წლის, პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 184 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 46-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან 18-ის ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 24, გაგრის კლინიკაში - 47, ხოლო ტყვარჩელში - 15 კოვიდ დადებითი გადის მკურნალობის კურსს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 368 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 316, გამოჯანმრთელდა 18 189 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები