"სპუტნიკ V- ის" შემდეგ აფხაზეთში მოქალაქეებს რუსული "სპუტნიკ ლაითით"აცრიან
სოხუმმა მოსკოვისგან რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატი "სპუტნიკ ლაითი" მიიღო. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მათ
5 ათასი დოზა ვაქცინა 6 აგვისტოს შემოიტანეს, რასაც წინ უსწრებდა რუსეთის ფედერაციასთან ხანგრძლივი მოლაპარაკებები, რომლებშიც უშუალოდ ასლან ბჟანია იყო ჩართული, წერს "აფსადგილ ინფო".
"სპუტნიკ ლაითი" რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მეოთხე ვაქცინაა, რომელიც Covid 19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ არის შემუშავებული და "სპუტნიკ V– ის" კომპონენტურ ვერსიას წარმოადგენს.
რესპუბლიკაში მოსკოვიდან მაისში ჩამოტანილი რუსული ანტიკოვიდური პრეპარატ "სპუტნიკ V-ის" 6.5 ათასი დოზა ივლისის თვეში ამოიწურა და მას შემდეგ აფხაზეთში იმუნიზაციის პროცესი შეწყვეტილი იყო.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საგანგაშო ეპიდვითარებაზე საუბრობენ და დე ფაქტო ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რასაც აფხაზი დეპუტატების ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა, სოხუმს ახალი აკრძალვები ჯერჯერობით არ დაუწესებია.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 118 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 888 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 326, გამოჯანმრთელდა 18 205 მოქალაქე.
"სპუტნიკ ლაითი" რუსეთის ფედერაციაში რეგისტრირებული მეოთხე ვაქცინაა, რომელიც Covid 19-ის წინააღმდეგ გამოიყენება. ის გამალეიას სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული კვლევითი ცენტრის მიერ არის შემუშავებული და "სპუტნიკ V– ის" კომპონენტურ ვერსიას წარმოადგენს.
ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები საგანგაშო ეპიდვითარებაზე საუბრობენ და დე ფაქტო ხელისუფლებას რეგულაციების გამკაცრებისკენ მოუწოდებენ, რასაც აფხაზი დეპუტატების ნაწილი უჭერს მხარს, თუმცა, სოხუმს ახალი აკრძალვები ჯერჯერობით არ დაუწესებია.
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 118 და გარდაცვალების 3 შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კორონავირუსი 22 888 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაცვლილია - 326, გამოჯანმრთელდა 18 205 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები