კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა რუხის კლინიკაში
რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 4 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან 3 - 79 წლის მამაკაცი და 60 წლამდე ორი ქალი აფხაზეთის მკვიდრია, 80 წლის მამაკაცი კი წალენჯიხიდანაა.
ამ ეტაპზე აღნიშნულ საავადმყოფოში მკურნალობას 188 ინფიცირებული აგრძელებს, მათგან 32 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსით ინფიცირებული 30 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 084 პირი ემსხვერპლა.

მასალის გამოყენების პირობები