რუხის კლინიკაში 1 ადამიანი გარდაიცვალა, 32-ის მდგომარეობა ისევ მძიმეა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით 1 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, 70 წლის ქალი სენაკის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე სამეგრელოში არსებულ კოვიდცენტრებში სულ 350 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმე მდგომარეობაშია რუხის კლინიკის 32 და სენაკის "ლაზიკა მედის" 1 პაციენტი.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობა 118-ს შეადგენს.

მასალის გამოყენების პირობები