ზუგდიდის ცენტრში ვაქცინაციის ცენტრი გაიხსნა
ზუგდიდში, სასტუმრო "ოდიშის" ყოფილი შენობის პირველ სართულზე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ახალი ცენტრი მოეწყო. ინფორმაციას სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამავე ცნობით, მოქალაქეებს, რომლებსაც აცრის გაკეთება სურთ, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე, მთელი დღის განმავლობაში შეუძლიათ იმუნიზაცია.
ცენტრი აღჭურვილია იმუნიზაციისთვის არსებული ყველა საჭირო და სავალდებულო მოთხოვნით. ვაქცინაციის პროცესში ჩართულია სპეციალურად გადამზადებული სამედიცინო ჯგუფი. მოქალაქეები იცრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული ვაქცინებით.
ვაქცინაციის ახალი ცენტრის ფუნქციონირებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია, პირველ მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან და ზუგდიდის მერის მოვალეობის შემსრულებელთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად გაეცნო.

მასალის გამოყენების პირობები