სოხუმმა კორონავირუსით გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 528 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების
162 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, 5 პაციენტი გარდაიცვალა, სამი ქალი - 65, 72 და 89 წლის და ორი მამაკაცი, 60 და 73 წლის.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდ კლინიკაში 130 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 29-ის მდგომარეობა მძიმეა. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 34 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 9, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 19, გაგრის კლინიკაში – 39, მათგან 11 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 11.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 23 813 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 350, გამოჯანმრთელდა 19 385 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები