სოხუმში რუსული სამხედრო მობილური ჰოსპიტალი მეორედ განთავსდება
რუსეთის მრავალპროფილური მობილური ჰოსპიტალი უკვე სოხუმშია, ინფორმაციას სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური
ავრცელებს. ამავე ცნობით, უახლოეს პერიოდში, რუსი სამხედრო ექიმები Covid-19-ით ინფიცირებული პაციენტები მიღებას დაიწყებენ.
რუსული მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაშია 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ჰოსპიტალი, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი, პანსიონატ "აიტარის" ტერიტორიაზე მოეწყობა.
საველე ჰოსპიტალი აღჭურვილია ფილტვის ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით, ინტენსიური დაკვირვების მონიტორებით, რენტგენის და ულტრაბგერითი აპარატებით და სისხლის ანალიზატორებით.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ ჟურნალისტებს 12 აგვისტოს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალის მისაღებად. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში, ჰოსპიტალი უკვე მეორედ ჩამოდის აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად. იმავე დღეს, "პრემიერ - მინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა თქვა, რომ პანსიონატის ორი კორპუსი, სადაც ამჟამად ტურისტები ცხოვრობენ, იზოლირებული იქნება ჰოსპიტალისგან.
გარდა ამისა, აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფები, 30 სპეციალისტი და 10 სპეცავტომობილი. ისინი სოციალური ობიექტების დეზინფექციას გეგმავენ.
რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე მოქმედებდა.
ბოლო მონაცემებით, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 162 და გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 23 813 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 350, გამოჯანმრთელდა 19 385 მოქალაქე.
რუსული მობილური სამედიცინო ქვედანაყოფის შემადგენლობაშია 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული სამხედრო ტექნიკა. ჰოსპიტალი, რომელიც 100 საწოლზეა გათვლილი, პანსიონატ "აიტარის" ტერიტორიაზე მოეწყობა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრმა ედუარდ ბუთბამ ჟურნალისტებს 12 აგვისტოს განუცხადა, რომ ისინი მზად არიან რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალის მისაღებად. მისივე თქმით, პანდემიის პერიოდში, ჰოსპიტალი უკვე მეორედ ჩამოდის აფხაზი მედიკოსების დასახმარებლად. იმავე დღეს, "პრემიერ - მინისტრმა" ალექსანდრე ანქვაბმა თქვა, რომ პანსიონატის ორი კორპუსი, სადაც ამჟამად ტურისტები ცხოვრობენ, იზოლირებული იქნება ჰოსპიტალისგან.
გარდა ამისა, აფხაზეთში ჩავიდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის რადიაციული, ქიმიური და ბიოლოგიური დაცვის დანაყოფები, 30 სპეციალისტი და 10 სპეცავტომობილი. ისინი სოციალური ობიექტების დეზინფექციას გეგმავენ.
რუსული სამხედრო საველე ჰოსპიტალი აფხაზეთში 2020 წლის ოქტომბრიდან 2021 წლის მარტამდე მოქმედებდა.
ბოლო მონაცემებით, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 162 და გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე აფხაზეთში კორონავირუსის 23 813 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 350, გამოჯანმრთელდა 19 385 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები