სამეგრელოს კოვიდცენტრებში 452 პაციენტიდან 50-ის მდგომარეობა მძიმეა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ 6 კოვიდცენტრში სულ 452 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს.
მძიმე მდგომარეობაშია რუხის საავადმყოფოს 44, სენაკის "ლაზიკა მედის" 3 და ფოთის "ბომონდის" 3 პაციენტი.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან კიდევ 217 ადამიანი გამოჯანმრთელდა. გამოვლინდა ინფიცირების 156 ახალი შემთხვევა.
კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ 2 პირი გარდაიცვალა. მათგან 1, გალის მკვიდრი 22 წლის ქალია, რომელიც რუხში მკურნალობდა. ხოლო რაც შეეხება 71 წლის ხობელ მამაკაცს, ის "ლაზიკა მედში" გადიოდა მკურნალობის კურსს.

მასალის გამოყენების პირობები