ამ ეტაპზე ზუგდიდში კორონავირუსით 1056 ადამიანია ინფიცირებული
ზუგდიდის მასშტაბით კორონავირუსის მიმდინარე 1056 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. ამის შესახებ რადიო "ათინათს" დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეგრელო-ზემო სვანეთის
განყოფილების წარმომადგენლმა ნანა ოდიშარიამ უთხრა. მისივე ცნობით, დაახლოებით, 700-მდე ადამიანი იზოლაციის რეჟიმში იმყოფება. ოდიშარია ამბობს, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში ზუგდიდში ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა დღეში 90-დან 100-მდე მერყეობს. გუშინ ვირუსი 136 პირს დაუდასტურდა.
"უნდა დავიცვათ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ის რეკომენდაციები, რაც ჩვენს ქვეყანაში ვრცელდება - ეს არის დისტანცია, პირბადის უპირობოდ ტარება დახურულ და ღია სივრცეებში, ჰიგიენა. უპირველესად კი რა თქმა უნდა, ვაქცინაცია არის ის საშუალება, რომელიც მოიტანს შედეგს და დაამარცხებს კოვიდს. გასულ კვირას ზუგდიდში 6 000-ზე მეტი ვაქცინა ჩატარდა. ზოგადად ეს კარგი მაჩვენებელია. ეს ტემპი უნდა შევინარჩუნოთ და გავაუმჯობესოთ. ყველა ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, რაც ნიშნავს, რომ არამარტო ავიცრათ, არამედ სხვებსაც მოვუწოდთ რომ ვაქცინაცია ჩაიტარონ", - ამბობს ნანა ოდიშარია.
ბოლო მონაცემებით სამეგრელო-ზემო სვანეთში Covid 19-ით კიდევ 412 ადამიანი დაინფიცირდა. რეგიონის 6 კოვიდცენტრში 443 პაციენტი მკურნალობს, მათგან 55 მძიმედაა. კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ 2 პირი გარდაიცვალა.

მასალის გამოყენების პირობები