სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 137 და გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 448 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 137 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონევირუსით კიდევ 5 პაციენტი გარდაიცვალა, 4 მათგანი, გუდაუთის კლინიკაში მკურნალობდა, ერთი კი სოხუმის ინფქციურში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 11 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 31-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 30 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 18, გაგრის კლინიკაში – 43, მათგან 11 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 40 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 24 447 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 365, გამოჯანმრთელდა 20 045 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები