Covid – 19: აფხაზეთში ინფიცირების 123 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 422 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების
123 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. 69 წლის მამაკაცი გუდაუთის კლინიკაში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 103 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 20-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 29 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 18, გაგრის კლინიკაში – 34, მათგან 11 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 51 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 24570 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 366, გამოჯანმრთელდა 20 307 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები