ზუგდიდში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, კოვიდცენტრებში 55 პაციენტის მდგომარეობა ისევ მძიმეა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ 1 პირი გარდაიცვალა. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ის ზუგდიდის მკვიდრია.
43 წლის მამაკაცი თბილისში მკურნალობდა.
ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდცენტრებში 443 პაციენტი რჩება, მათგან 55-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კარანტინში 13 ინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულია 213 პირი.

მასალის გამოყენების პირობები