სოხუმმა კორონვირუსით ინფიცირების 69 და გარდაცვალების 1 შემთხვევა დადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 287 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 69 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, კორონავირუსით ბოლო დღე-ღამეში 1 პაციენტი გარდაიცვალა, 1969 წელს დაბადებული მამაკაცი, რუსეთის სამხედრო საველე ჰოსპიტალში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 60 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 22-ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 25 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 5, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 23, გაგრის კლინიკაში – 13, მათგან 6 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 12, რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 70 პაციენტი იმყოფება, მათგან 8 მძიმედაა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 25 486 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 385, გამოჯანმრთელდა 21 480 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები