აფხაზეთში ინფიცირების 102 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაფიქსირდა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 425 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 102 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
ამავე ცნობით, გუდაუთის კლინიკაში 2 პაციენტი 62 წლის და 70 წლის ქალი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 46 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 8-ის მდგომარეობა მძიმეა, 12 პაციენტის კი საშუალო სიმძიმის. სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 28 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 10, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 16, გაგრის კლინიკაში – 16, მათგან 5 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში კი 65 პაციენტი იმყოფება.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 26 477 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 397, გამოჯანმრთელდა 21820 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები