აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 485 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 109 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, ბოლო 2 დღეში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 4 ადამიანი გარდაიცვალა. მათგან 3 სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილ რუსულ საველე ჰოსპიტალში, ხოლო 1 გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 176 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 29 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 26 828 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 034-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 405 პირი.

მასალის გამოყენების პირობები