აფხაზეთში კორონავირუსით 3 ადამიანი გარდაიცვალა, 106 დაინფიცირდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 402 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 3 ადამიანი გარდაიცვალა. 52 წლის მამაკაცი სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილ რუსულ საველე ჰოსპიტალში, ხოლო 57 და 59 წლის მამაკაცები გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 172 ინფიცირებული მკურნალობს. მძიმეა 29 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 27 037 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 057-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 410 პირი.

მასალის გამოყენების პირობები