აფხაზეთში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა, 88 დაინფიცირდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 370 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 106 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა. 63 წლის მამაკაცი და 85 წლის ქალი სასტუმრო "აიტარის" ტერიტორიაზე მოწყობილ რუსულ საველე ჰოსპიტალში გადიოდნენ მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 166 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმეა 29 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID 19-ით ინფიცირების 27 353 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 22 404-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 413 პირი.

მასალის გამოყენების პირობები