აფხაზეთში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა, 160 დაინფიცირდა
ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 637 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 160 ახალი შემთხვევა.
ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის მასშტაბით კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა. 67 წლის ქალი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადიოდა მკურნალობის კურსს.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 345 ინფიცირებული მკურნალობს, მძიმეა 53 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა COVID-ით ინფიცირების 29 656 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 24 608-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 431 პირი.

მასალის გამოყენების პირობები