სამეგრელოს კოვიდცენტრებში 476 ადამიანი მკურნალობს, 39-ის მდგომარეობა მძიმეა
ბოლო მონაცემებით სამეგრელოს კოვიდმიმღებ კლინიკებში 476 ადამიანი გადის მკურნალობის კურსს.
ისევ მძიმეა რუხის საავადმყოფოში მყოფი 34, ფოთის "ბომონდის" 3 და სენაკის "ლაზიკა მედის" 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.საკარანტინო სივრცეში 28 კოვიდინფიცირებული მოქალაქეა მოთავსებული.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით დაავადებისგან კიდევ 158 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
მასალის გამოყენების პირობები