სამეგრელოში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.
74 წლის ქალი ზუგდიდის მკვიდრია და რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა. რაც შეეხება 57 წლის სენაკელ მამაკაცს, ის "სენამედის" კოვიდ ცენტრში იყო მოთავსებული.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 479 პირი გადის მკურნალობის კურსს. მძიმეა 39 პაციენტის მდგომარეობა.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 231 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში 28 კოვიდინფიცირებული რჩება.

მასალის გამოყენების პირობები