სოხუმმა კორონავირუსის 207 და გარდაცვალების 5 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 629 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 207 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე
ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, კორონვირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 77 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 23 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 16, გაგრის კლინიკაში – 30, მათგან 6 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 106 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 31 790 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 461, გამოჯანმრთელდა 27 001 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები