აფხაზეთში კორონავირუსით სამი ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 458 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 142 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე ფაქტო
მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში დღის კორონვირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში მკურნალობდენ. სამივე გარდაცვლილი ქალია და მათი ასაკი 76, 87 და 85 წელია.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 84 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 25 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 15, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 11, გაგრის კლინიკაში – 34, მათგან 7 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 13 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 102 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 122 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 466, გამოჯანმრთელდა 27 068 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები