რუხის კოვიდმიმღებ კლინიკაში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა.
60 წლის წალენჯიხელი ქალი რუხის საავადმყოფოში მკურნალობდა.
ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 491 პირი იმყოფება. ისევ მძიმეა 39 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 177 ადამიანი. საკარანტინე სივრცეში 26 კოვიდინფიცირებული მოქალაქე რჩება.

მასალის გამოყენების პირობები