სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 136 და გარდაცვალების 2 შემთხვევა დაადასტურა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 462 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 136 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე
ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 24 საათში კორონვირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ისინი სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობდენ.
ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 88 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 41 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 44 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 18, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 16, გაგრის კლინიკაში – 37, მათგან 7 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 8 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 104 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმე პაციენტი ჰყავთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32 258 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 468, გამოჯანმრთელდა 27 068 მოქალაქე.

მასალის გამოყენების პირობები