Covid-19 აფხაზეთში: 155 ინფიცირებული და 7 გადრაცვლილი
გასული დღე - ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 589 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 155 ახალი შემთხვევა. ინფორმაციას დე
ფაქტო მთავრობის მიერ შექმნილი ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე ცნობით, ბოლო 2 დღის განმავლობაში, კორონავირუსს კიდევ 7 პაციენტი ემსხვერპლა.ამ ეტაპზე გუდაუთის კოვიდკლინიკაში 72 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მათგან 28 - ის მდგომარეობა მძიმეა, სოხუმის ინფექციურ საავადმყოფოში 42 პაციენტია მოთავსებული, მათგან მძიმედაა 12, ოჩამჩირის ცენტრალურ საავადმყოფოში - 22, გაგრის კლინიკაში – 29, მათგან 3 - მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ტყვარჩელში 10 პაციენტი მკურნალობს. რუსულ სამხედრო საველე ჰოსპიტალში 114 პირი იმყოფება, მათგან 12 მძიმეა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, აფხაზეთში კორონავირუსის 32609 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა - 476, გამოჯანმრთელდა 27 688 მოქალაქე.
მასალის გამოყენების პირობები