სამეგრელოში კორონავირუსით 8 ადამიანი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოს კოვიდცენტრებში 8 პაციენტი გარდაიცვალა. მათგან 4 რუხის საავადმყოფოში, 2 "სენამედში, 1 ფოთის "ევექსში", 1 კი სენაკის "ლაზიკა მედში" იყო მოთავსებული.
კერძოდ, გალის მკვიდრი ქალი 91 წლისაა, 65 წლის ქალი ჩხოროწყუს მკვიდრია, 64 წლის მამაკაცი ზუგდიდში ცხოვრობდა, 65 წლის ქალი ასევე ზუგდიდელია, 65 წლის ქალი და 81 წლის მამაკაცი სენაკიდან არიან, 65 წლის კაცი ფოთის მკვიდრია, ხოლო 82 წლის ქალი ხობის მცხოვრებია.
რეგიონის კოვიდკლინიკებში მკურნალობას 470 ადამიანი აგრძელებს, მათ შორის 40-მდე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საკარანტინე სივრცეში 24 კოვიდინფიცირებული მოქალაქე იმყოფება.
დღის განმავლობაში 297 პირი გამოჯანმრთელდა.

მასალის გამოყენების პირობები