გუდაუთის საავადმყოფოში კორონავირუსით 3 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 647 ადამიანს ჩაუტარდა და გამოვლინდა ინფიცირების 119 ახალი შემთხვევა.
ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის ოპერატიული შტაბი ავრცელებს. ამავე შტაბის თანახმად, კორონავრუსით გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში კიდევ 3 პაციენტი ერთი ქალი და ორი მამაკაცი გარდაიცვალა.
ამ ეტაპზე აფხაზეთში არსებულ კოვიდმიმღებ დაწესებულებებში 246 ინფიცირებული გადის მკურნალობის კურსს, მძიმეა 46 პაციენტის მდგომარეობა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 693 შემთხვევა დაადასტურა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 27809-ს შეადგენს. ჯამში გარდაიცვალა 498 პირი.

მასალის გამოყენების პირობები