სოხუმში "სპუტნიკ ვით" ვაქცინაცია დაიწყო
აფხაზეთში მოსახლეობის რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატით "სპუტნიკ ვით" ვაქცინაცია დაიწყო, ინფორმაციას დე ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტრო
ავრცელებს. უწყების ხელმძღვანელის ედუარდ ბუთბას განცხადებით, ამჯერად რაიონების მცხოვრებლებს არ მოუწევთ აცრისთვის, სოხუმში ჩავსლა, "პრეპარატი ხელმისაწვდომია ადგილობრივ სამედიცინო დაწესებულებებში, მათ შესანახად ყველა პირობაა შექმნილი".
ამავე ცნობით, ამ ეტაპზე "სპუტნიკ ლაითის" დარჩენილ 500 დოზას მოქალაქეების რევაქცინაციისთვის გამოიყენებენ.
რუსული კოვიდსაწიმააღმდეგო ვაქცინის "სპუტნიკ ვის" 6 ათასი დოზა სოხუმში ნოემბრის შუა რიცხვებში ჩაიტანეს. მანამდე, აპრილის ბოლოს სოხუმმა რუსეთიდან "სპუტნიკ ვის" 6 000 დოზა მიიღო, "სპუტნიკ ლაითის" 5 000 დოზა კი - აგვისტოში.
"ჯანდაცვის სამინისტროს" ინფორმაციით, ამ დრომდე, აფხაზეთში 7 500 - მდე ადამიანია აცრილი.

მასალის გამოყენების პირობები