რუხის კლინიკაში 5 პაციენტი გარდაიცვალა
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუხის კოვიდკლინიკაში კიდევ 5 ადამიანი გარდაიცვალა.
მათგან სამი, 74 წლის მამაკაცი, 79 და 76 წლის ქალები ზუგდიდიდან არიან. 67 წლის მამაკაცი წალენჯიხის მკვიდრია, ხოლო კიდევ ერთი პაციენტი, 80 წლამდე ქალი აფხაზეთიდან იყო გადმოყვანილი.
ამ ეტაპზე რუხის საავადმყოფოში 174 კოვიდინფიცირებული აგრძელებს მკურნალობას, მათგან 34-ის მდგომარეობა მძიმეა.
ჯამში, სამეგრელოს კოვიდცენტრებში 470 პაციენტია მოთავსებული. საკარანტინე სივრცეში 24 მოქალაქე რჩება.
დღის განმავლობაში გამოჯანმრთელდა 318 ადამიანი.

მასალის გამოყენების პირობები