რუხის კლინიკაში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, რეგიონის მასშტაბით ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ერთი პაციენტი გარდაიცვალა.
76 წლის ქალი ჩხოროწყუში ცხოვრობდა. პაციენტი მკურნალობის კურს რუხის კლინიკაში გადიოდა.
ამ დროისთვის სამეგრელოს კოვიდკლინიკებში 470 პაციენტია მოთავსებული, მათგან 40-მდე პაციენტის მდგომარეობას მედიკოსები მძიმედ აფასებენ.
მასალის გამოყენების პირობები