სოხუმი: ამ დრომდე "სპუტნიკ ვით" 82 ადამიანი აიცრა
აფხაზეთში რუსული კოვიდსაწინააღმდეგო პრეპარატ "სპუტნიკ ლაითით" 5145 ადამიანი აიცრა, ამის შესახებ "აფსნიპრესს" და ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროში
განუცხადეს. ამავე ცნობით, 18 ნოემბერს "სპუტნიკ ვით" ვაქცინაცია დაიწყო. 22 ნოემბრის მონაცემებით, 82 ადამიანი აიცრა.
ჯამში აფხაზეთში 11727 ადამიანია ვაქცინირებული.
რუსული ვაქცინის "სპუტნიკ V - ის" მორიგი პარტია, 6 ათასი დოზა, სოხუმში 16 ნოემბერს ჩაიტანეს. "ჯანდაცვის სამინისტროს" თანახმად, ვაქცინების მიწოდებაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს აფხაზი ლიდერი ასლან ბჟანია პირადად ხელმძღვანელობდა. მხარეებმა "სპუტნიკ V -ის" 30 ათასი დოზის შესყიდვაზე შეთანხმებას მიაღწიეს.
"სპუტნიკ V-ის" პირველი პარტია, 6 000 დოზა, აფხაზეთში აპრილის ბოლოს მიიღეს. "სპუტნიკ ლაითის" 5 000 დოზა კი - აგვისტოში.
პანდემიის დაწყბიდან დღემდე, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 929 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა 502, გამოჯანმრთელდა - 27 870 ადამიანი.
ჯამში აფხაზეთში 11727 ადამიანია ვაქცინირებული.
"სპუტნიკ V-ის" პირველი პარტია, 6 000 დოზა, აფხაზეთში აპრილის ბოლოს მიიღეს. "სპუტნიკ ლაითის" 5 000 დოზა კი - აგვისტოში.
პანდემიის დაწყბიდან დღემდე, სოხუმმა კორონავირუსით ინფიცირების 33 929 შემთხვევა დაადასტურა, გარდაიცვალა 502, გამოჯანმრთელდა - 27 870 ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები